ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას ალბათ ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, ალბათ მშობლებმა დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.