2021-03-23

პედიატრ თემურ მიქელაძის ინფორმაციით, ამერიკის პედიატრთა აკადემია და კომპანია “მოდერნა” ერთობლივ კვლევას ატარებენ, რათა გადაწყდეს რა ასაკის მოზარდებში ჩატარდება ვაქცინაცია თავდაპირველად.

“მიმდინარეობს კვლევა 12-დან 18 წლამდე ასაკის ჯგუფებში და იგივე გადავა 6 წლის შემდგომ ჯგუფებში. ეს არის ამერიკის პედიატრთა აკადემიის და კომპანია”მოდერნას” ერთობლივი კვლევა და პირველ რიგში იქნება 12-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები”, – აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე იმუნიზაციის ასაკის დაწევა მნიშვნელოვანია, რადგან შემთხვევების უმრავლესობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში დაფიქსირდა.

“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რატომ დაიწია ვაქცინაციის ასაკმა 65 წლამდე. სახელმწიფო მიყვება იმ გეგმას, რაც შეიმუშავა და აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ, რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ფატალურად დასრულდა იმ 3700 შემთხვევიდან რაც გვაქვს, იყო 65 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები, ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია”, – აღნიშნა “დღის კურიერში” პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ჯანდაცვა