
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ ვებინარზე იწვევს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ჩატარდება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სრული დაფინანსების მოპოვების გზებზე.
საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, კითხვები საქართველოს ბანკის სტიპენდიატებსა და Chevening-ის პროგრამის კოორდინატორ პირადად დაუსვან.
ვებინარზე განსახილველი თემები:
• როგორ მოიპოვოთ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია Chevening-ის სასტიპენდიო კონკურსში;
• რა უნდა გაითვალისწინოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად;
• პრაქტიკული რჩევები საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დასაძლევად.
ვებინარის სპიკერები:
• თაკო მურაჩაშვილი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი;
• ლიკა ზურაბიანი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი;
• ვიკა ზამთარაძე — Chevening-ის პროგრამის კოორდინატორი.
დეტალები შეხვედრის შესახებ:
• თარიღი და დრო: 18 სექტემბერი, 18:00 საათი
• ფორმატი: ონლაინ
• რეგისტრაცია: ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/chevening
შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს დარეგისტრირებული მონაწილეები ვებინარის დაწყებამდე, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.