2026-02-19

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაიწყო და 2 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მეოთხე წელია STEM სკოლის პროექტს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აქვთ, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს - 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი - 50%-იან გრანტს იღებს.

„საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის არის კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების - STEM მეცნიერებების მიმართულებით. რაც მთავარია, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაერთონ გაკვეთილებზე - ეს კი განათლებას ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. ყოველწლიურად პროექტისადმი ინტერესი იზრდება - დღეისათვის, STEM სკოლა 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: იდეათეკები – საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი, ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.csr.bog.ge

 

ბიზნესი