
საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ევერესტის მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის და ოქროს ტურის გამარჯვებულები ცნობილია.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
წელს გამარჯვებულები გახდნენ:
• იოანე მამრიკიშვილი, თბილისის 60-ე სკოლის VI კლასის მოსწავლე;
• საბა ჯაფარიძე, თბილისის 168-ე სკოლის V კლასის მოსწავლე;
• დამიანე მამრიკიშვილი, თბილისის 60-ე სკოლის IV კლასის მოსწავლე;
ოლიმპიადის გამარჯვებულებს საქართველოს ბანკისგან გადაეცათ სპეციალური პრიზი - პლანშეტები. ინფორმაციისთვის, წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 15 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.ganatleba.bog.ge