2025-11-28

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის ზამთრის ახალი კამპანია დაიწყო.

„აისრულე სურვილები სრულად“ - კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

კამპანიის ფარგლებში, სამომხარებლო სესხი გაიცემა 0%-იანი გაცემის საკომისიოთი, ნომინალური 9.9%-დან, ეფექტური 12.22%-დან. თანხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 80,000 ლარს, დაფარვის ვადა - 4 წლამდე.

სასურველი თანხის დამტკიცება, ან უკვე არსებული სესხის ლიმიტის გაზრდა, მარტივად, სრაფად და ბანკში ვიზიტის გარეშე შესაძლებელია ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.

"აისრულე სურვილები სრულად" კამპანია გაგრძელდება 18 იანვრის ჩათვლით.

მათ, ვინც ჯერ არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია: https://onboarding.lb.ge

მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის მობაილ ბანკით, შეუძლიათ მარტივად ჩამოტვირთონ აპლიკაცია: https://shorturl.at/x9moI

 

ბიზნესი