2025-04-25

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებლებს სთავაზობს აქციას ფასიანი კატეგორიის ნომრებზე.

24 აპრილიდან სელფის ფასიანი ნომრების შეძენა ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი.

სპეციალური შეთავაზება მოიცავს: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის კატეგორიის ნომრებს.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში.

ნომრის შეძენა შესაძლებელია, როგორც სელფის ვებ გვერდიდან, ასევე მაღაზიებში.

ბიზნესი