2024-11-28

საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს როგორც სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის საქართველოს ბანკის წარმომადგენლების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

ამჯერად, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ღონისძიება - Money Live Payments Europe - ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა.

Money Live Payments Europe 20-21 ნოემბერს, ამსტერდამში გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 - ზე მეტი მოწვეული სტუმარი და 100-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. მათ შორის ისეთი კომპანიის წარმოამდგენლები, როგორიცაა: Microsoft, Ebay, Paypal, Deutsche Bank, Citi, JB Morgan, Uber,  Asos,  Mercedes და სხვა.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის სახელით მონაწილეობა მიმეღო ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც Money Live Payments Europe-ია და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო და მესაუბრა გადახდების მიმართულებით იმ ინოვაციური პროდუქტების შესახებ, რაც საქართველოს ბანკში დავნერგეთ. ღონისძიებამ 500-ზე მეტი სტუმარი გააერთიანა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის საბანკო სექტორის წარმომადგენლები, მერჩანტები, გადახდების სერვისის პროვაიდერები და ა.შ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში CommerzBank-ისა და Barclays მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელვადიანი მოქნილი არქიტექტურის შექმნა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქლაუდი და AI  მოდერნიზაციისთვის და სხვა. ასევე, პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრეთ გადახდების მონაცემებზე დაყრდნობით ახალი პროდუქტებისა და სერვისების მონეტიზაციის შესაძლებლობებზე, მაგ. ანალიტიკური ხელსაწყოების, საბანკო ედს მენეჯერისა და შეთავაზებების ბიზნესის განვითარებაზემსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, შესაძლებლობა გაქვს ინოვაციური პროდუქტები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო, მეორეს მხრივ კი, მათი გამოცდილება გაიზიარო“,-  განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.

ბიზნესი