გალტ & თაგარტმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ის ახალი ჯილდო მიიღო. Euromoney-ის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.
გამოცემის შეფასებით, გალტ & თაგარტმა გამორჩეული პერფორმანსი პროდუქტების ინოვაციისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით აჩვენა.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, გალტ & თაგარტმა ინოვაციური მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარადგინა, რომელიც ემიტენტებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ობლიგაციების განთავსება მოახდინონ ერთი პროსპექტუსის ფარგლებში. პროგრამამ მისი მოქნილობის გამო დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტმა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე დომინანტური პოზიციები შეინარჩუნა. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის მაისამდე მან 254 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებაში მიიღო მონაწილეობა, რითაც ბაზრის 53%-იანი წილი დაიკავა. გალტ & თაგარტი პირველი კომპანიაა, რომელმაც გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვებას გაუწია მენეჯმენტი. ინოვაციების მიმართულებით, კომპანიამ ასევე თავის მომხმარებლებს შესთავაზა G&T Trader აპლიკაციის ახალი ვერსია, რომლის დახმარებითაც საშუალო თვიურ შემოსავლებში 49%-იანი ზრდა აჩვენა“, - ნათქვამია Euromoney-ის განცხადებაში.
„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტმა წელს უკვე მეორედ მიიღო პრესტიჟული ჯილდო Euromoney-ისგან. საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და ახლა უკვე ფასიანი ქაღალდების საუკეთესო კომპანიად დასახელება ჩვენ გვაძლევს დიდ სტიმულს, გავაძლიეროთ საინვესტიციო, საბროკერო თუ ანალიტიკური საქმიანობა და ხელი შევუწყოთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწინავე კომპანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვება-განთავსების კუთხით, და ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ინოვაციურ პროდუქტებს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივასა და შეთავაზებას განვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, რვა წლის განმავლობაში, ფასიანი ქაღალდების კომპანიებს გამოცემა Asiamoney აჯილდოებდა, წელს კი პირველად, ჯილდოს რეგიონული დაფარვა გაფართოვდა და მას Euromoney-ი გასცემს. Euromoney-ის ფასიანი ქაღალდების კომპანიების ჯილდო (Euromoney Securities Houses Awards) ინდუსტრიის ლიდერების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება.