2023-09-06

SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმშიგანაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ახალი თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია. 

მსახიობებისთვის დარეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევუფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად,თეატრისახელოსნო 42 მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის.

თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. თეატრი სახელოსნო 42-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორებსა თუ სამსახიობო დასებს უმასპინძლებს.

პირველი სპექტაკლი, რომლითაც თეატრი სახელოსნო42 მაყურებლის წინაშე წარდგება,„ოტელო“ იქნება. „ოტელოს“ პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ(biletebi.ge, tkt.ge) არის შესაძლებელი.საინტერესოა, რომახალი თეატრი, ახალი კონცეფციით მაყურებელს არატრადიციულ გარემოში - ყოფილი კოკა-კოლის ქარხნის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ SOLO | Visa ბარათით გადახდისას სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე20%-იანი ფასდაკლებამოქმედებს.მომავალ სპექტაკლებზე კი SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თეატრის ბილეთები წინასწარ შეიძინონ. 

ბიზნესი