"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით 1 წლამდე ასაკის შვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის გოგონა მ.შ დააკავეს.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. მეზობლების ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, დედამ შვილი გაგუდა.
თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვის დედა დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.