2020-05-07

თბილისში, დედამთილი რძლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.

ძალადობა