2019-05-21

"ნეკოსია", 21-22 მაისს, გაყიდვებიდან შემოსულ სრულ თანხას, თეკლას ფონდში გადარიცხავს.
როგორც "მშობელს" "ნეკოსიას" შემქმნელმა, თამარ მერლანმა განუცხადა, მსგავს აქციებში სისტემატიურად ერთვება და მაქსიმალურად ცდილობს წვლილი შეიტანოს ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობაში.

"ნეკოსია ჩემი ნანატრი შვილის სახელობის ბრენდია... რაც ნეკო მყავს, განსაკუთრებით მტკივნეულად აღვიქვამ ყველაფერ იმას, რაც ბავშვებს ეხებათ.. . ნეკოსია ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს ბავშვების დასახმარებლად. ცოტა ხნის წინ გვქონდა აქცია კესანესთვის, ახლა კი თეკლას ვჭირდებით. ამიტომ 21 და 22 მაისს შემოსული შეკვეთების თანხა სრულად გადაირიცხება თეკლას ანგარიშზე. ადამიანებს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ძალიან, ძალიან მინდა, პატარებს არ სტკიოდეთ", - აცხადებს თამარი.

ცნობისთვის, თეკლას დიაგნოზი სპონალური ატროფიაა, რომელსაც ერთადერთი წამლი, "სპინრაზა" კურნავს.

ოჯახი ეძებს კლინიკას, რომელიც ბავშვს მიიღებს და მკურნალობას ჩაუტარებს, თუმცა ამ ეტაპზე, ბინადრობის უფლების არქონის გამო, ყველა ევროპული ქალაქი უარს ამბობს.

სოციალურ ქსელში შექმნილია სპეციალური გვერდი, სადაც ინფორმაცია სისტემატიურად განახლებადია და ასევე, შესაძლებელია თანხის შეწირვა.

სხვა ფორმით დახმარების მსურველთათვის კი იხილეთ მონაცემები:

საქართველოს ბანკი: GE36BG0000000018377200
მიმღები: ანანო ქვლივიძე
✅ 36001049567 პირადი ნომერი
თიბისი ბანკის ანგარიში:
✅ GE62TB7713745061100069
მიმღები: ნინო ხოსიტაშვილი
✅ 36001049648 პირადი ნომერი
paypal: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ქველმოქმედება