2018-05-30

35 წლის ანა კერესელიძეს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
 
მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია AML -M2 ფორმის დიაგნოზი 16 იანვარს დაუდგინეს. მან მკურნალობა საქართველოში დაიწყო, თუმცა მდგომარეობის გამწვავების შემდეგ მკურნალობისა და მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად გამგზავრება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მოუწია.
 
პირველადი მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო თანხა ოჯახმა მოიძია, თუმცა საჭიროა ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვა, დონორის მომსახურების ჩათვლით 100 000 დოლარი ჯდება. თუმცა, ამას ემატება ქიმიოთერაპიის ღირებულება და სხვა დამატებითი ხარჯები, რომელიც პირველადი მონაცემებით ჯამში შესაძლოა შეადგენდეს დამატებით 34 დოლარს. სულ ანას გადასარჩენად საჭიროა 134 ათასი დოლარი.
 
გოგონა ქუთაისელია, მას ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის სიმწირის გამო, ვერ ეხმარება. ექიმების განცხადებით კი ძვლის ტვინის გადანერგვა არაუგვიანეს ივნისის თვეში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ანა კერესელიძეს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
 
მისი საბანკო რეკვიზიტებია:
 
ვითიბი ბანკი - GE50VT1000000624414506 მიმღები ანა კერესელიძე;
 
თიბისი ბანკი - GE79TB7358345061100073 მიმღები ელენა ნემსაძე.
 
მაგთის და ბილანის აბონენტებებს კი შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 0901701388
 
 
 

ქველმოქმედება