2020-04-05

ამ ფოტოზე მყოფი ადამიანებიდან, დღეს მხოლოდ ერთი, დედა, მარიამ ქორიძეა ცოცხალი, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ალბათ უმრავლესობას ახსოვს, 26 იანვარს, ქვიშხეთში მომხდარი საზარელი ტრაგედია, რომელსაც მამა და სამი შვილი შეეწირა. მაშინ გავრცელდა ინფორმაციას, რომ ტრაგედიას დედაც ემსხვერპლა, თუმცა ხაშურის საავადმყოფოს მედ-პერაონალმა მისი გულის ამუშავება შეძლო.

კატასტროფის ბრიგადამ ის მცხეთის კლინიკაში გადაიყვანა, დღეს კი კლინიკა "ჯერარსში" აგრძლებებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა მისი შანსები ყოველ დღესთან ერთად მცირდება, რადგან ოჯახს ფინანსური რესურსი ეწურება. მარიანას ბრძოლისთვის კი დღეში მინიმუმ 700 ლარია საჭირო.

მარიანას პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომლებსაც დღეს შვილის გადარჩენის ფინანსები არ აქვთ, ამიტომ მისი მეგობრები სიცოცხლის შესანარჩუნებლად, დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

ოჯახის მეგობრები „მშობელს“ უყვებიან, რომ ბავშვების მამამ, ბაქარ ბანძელაძემ, დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა ნახატი, სადაც ერთი წლის შემდგომ მომხდარი ტრაგედიაა ასახული.

„კადრს თუ მოაახლოებთ და კარგად დააკვირდებით, ნახავთ, ჯერ 5 ადამიანი ერთად, მერე ერთის ვარდნა - მარიანა გადმოვარდა მანქანიდან და გამვლელმა წაიყვანა, ფაქტობრივად გადაარჩინა. მერე დაჩოქილი შაოსანი ქალი 4 ცრემლით, მარცხნივ ბოლოში, მამაკაცის სილუეტია და მასთან მისასვლელი გზა ლაბირინთები. სადაც მარიანაა ყველგან სიყვითლე და ნათელი ფერებია, ალბათ სიცოცხლეა... ამ ნახატით მარიანა უნდა გადარჩეს, გრძელი და ლაბირითივით რთული გზა გაიაროს ბაქარიმდე მისასვლელად. ქალი დამხობილი, თავის ტრავმით და წინ 4 სისხლიანი ფარი. მარიანასაც ტვინის მძიმე დაზიანება აქვს. ფაქტიურად წინასწარ დახატა ის რეალობა, რომელშიც მოხვდნენ. ამ ნახატს ყველა სხვადასხვანაირად ხსნის, არავინ ვიცით თვითონ რა ემოციით ხატავდა ან რა ახსნა ჰქონდა", - ყვებიან მეგობრები, რომელებიც მარიანას გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოგვიწოდებენ.

დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი
#GE22BG0000000162482398

თიბისი ბანკი
#GE37TB7109445064300015

ლიბერთი ბანკი #GE62LB0211116004056001

მიმღები ეკატერინე ქორიძე

 

 

ქველმოქმედება