2018-03-01

- რა ჩავიცვა? სად ჩავიცვა? - რაში ჩავეტევი? -  ეს კითხვები თითქმის ყველა ორსულ გოგონას აწუხებს, თუმცა შესაბამისი ადგილებით არც ისე განებივრებულები ვართ. სწორედ ამიტომ სულ მალე თბილისში ახალი მაღაზია Mommy Mommy გაიხსენება, რომელიც დღეს უკვე ინტერნეტ გაყიდვებზე მუშაობს. ვისთვის და რატომ შეიქმნა Mommy Mommy, „მშობელი“ მაღაზიის მეპატრონეს, მარიამ, იგივე ეშლი მალიანს ესაუბრა.

- 6 წლის წინ გადავიტანე ის 9 თვიანი პერიოდი, რომელსაც ბედნიერებასთან ერთად ძალიან ბევრი სირთულე მოაქვს. ორსულობა - რა თქმა უნდა ახალი ცხოვრების და შენი ნაყოფის დაბადების მოლოდინია, თუმცა ამ პერიოდში ქალები ბევრ პრობლემას ვაწყდებით.  ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტანსაცმელი იყო და მწარედ მახსოვს. მესამე თვითან ვეღარ ვეტეოდი ჩემს დახეულ ჯინსებში, ვერც მაისურებში, ვერც კაბებში და დამეწყო საკმაოდ მძიმე დეპრესია. თავი ხან მახინჯი მეგონა, ხან უსარგებლო, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი - მორჩა ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე-თქო smile მშობიარობის შემდეგ, გამოპრანჭვას მონატრებულმა 12 კილოგრამი დავიკელი და ისევ შევძელი ძველ ტანსაცმელში ჩატევა, მაგრამ ის 9 თვე მაინც არასდროს დამავიწყდება... 6 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.  ხშირად, ორსული გოგოები ორსულობის ბოლო თვემდე აგრძელებენ მუშაობას. ამას რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევა, მონდომება და ლამაზი ტანსაცმელი სჭირდება.

ორსულობისას ქალი განსაკუთრებით ემოციურია და ხშირად ქმრის მიმართ ეჭვიანობაც მატულობს: „აი გავსუქდი, მახინჯი ვარ, რომ მიღალატოს?!“ ამიტომ ვფიქრობ, ამ დროსაც კი ქალბატონებმა ისევ ჩვეულ რიტმში უნდა მოუარონ საკუთარ თავს და არც გაპრანჭვაზე თქვან უარი, რისთვისაც აუცილებლად გვჭირდება ლამაზი ტანსაცმელი.

ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ძალიან დიდი სამუშაო სტაჟი მაქვს. 12 წელი რადიოწამყვანად, 4 წელი პიარ მენეჯერად მუშაობის გამოცდილებამ მომცა შინაგანი ბიძგი - „ეშლი უკვე დიდი გოგო ხარ და დროა გარისკო, გააკეთო რამე შენი!“

ბევრი ვიფიქრე ამ „რამე ჩემსაზე“... ათასი ვარიანტი მქონდა, კარაოკე ბარიდან დაწყებული ტურისტული კომპანიით დამთავრებული, მაგრამ ეს ბიზნესი ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ...

მინდოდა ისეთი საქმე, რომელიც პირველ რიგში მომანიჭებდა სიამოვნებას, მოუტანდა სარგებელს მომხმარებელს და ასოცირებული იქნებოდა ბენდიერებასთან. შვილის შეძენაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ასე დამებადა იდეა, საორსულო ტანსაცმლის მაღაზიის გახსნის. ძიების შედეგად აღმოვაჩინე, რომ თბილისში თითქმის ვერსად შეიძენ ტანსაცმელს გაბერილი გოგონებისთვის.

სიმართლე გითხრათ იდეის დაბადებიდან განხორციელებამდე დიდი გზა არ გამივლია. დაახლოებით 2 კვირა დამჭირდა ყველაფრის ორგანიზებისთვის. საკუთარი ხელით ავარჩიე პროდუქცია. საქართველოდან გავემგზავრე ერთი კვირით. დილიდან გვიან ღამემდე დავდიოდი მაღაზიებში და ვარჩევდი მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს.

Mommy Mommy თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. ჩვენთან შეიძენთ შარვლებს, პერანგებს, კაბებს, კომბინიზონებს, შიდა თეთრეულს, ორსულობის შემდგომ მუცლის ფორმაში დასაბრუნებელ კორსეტებს. ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ რა უნდა დავამატო, ამიტომ სოციალურ ქსელში ყველას სათითაოდ ვეკითხები - რა სჭირდება ორსულებს?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ Mommy Mommy დაეხმარება ორსულ გოგოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი პროდუქცია.

დაარსების დღიდან დავიწყეთ საჩუქრების კეთება. რამდენიმე ორსულ გოგონას ფოტოსესია ვაჩუქეთ, ვგეგმავთ მაღაზიის ვაუჩერების გათამაშებას და უამრავ სიურპრიზს.

ამ ეტაპზე ინტერნე-გაყიდვებით შემოვიფარგლებით, მაგრამ უახლოესი თვის მანძილზე გვექნება უკვე კონკრეტული ლოკაცია, სადაც ჩვენი გაბერილი გოგოები მოირგებენ მათთვის სასურველ ტანსაცმელს.

მოდელი - ნინი შავერდაშვილი

 

ირინე არდაშელია - სპეციალურად "მშობელისთვის"

შემოგვიერთდით Facebook-ზე

 

 

სტარტაპი