მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, მოგიწიათ ყველაფრისთვის წერტილი დაგესვათ... ამ დროს, ყველაზე მძიმე პირველი წუთები, პირველი საათები, პირველი დღეებია.
იწყება მტანჯველი ლოდინის რეჟიმი - გგონია, რომ დაგირეკავს ან კარს შემოაღებს... როგორ უნდა შეიმსუბუქო ეს, ყვალაზე რთული პერიოდი?!
პირველი - დარდთან გამკლავების უცვლელი "მეგობარი" ცრემლებია. იტირე რაც შეიძლება ხმამაღლა. სიმძაფრისთვის ჩართე საყვარელი ფილმი ან მუსიკა.
მეორე - კარგად გამოიძინე. ძველ რომში ძილს იყენებდნენ დეპრესიის სამკურნალოდ.
მესამე - შეცვალე ინტერიერი, მოიშორე ის ნივთები, რომლებიც მას გახსენებს.
მეოთხე - სასიამოვნო ატმოსფერო შეუქმენი საკუთარ თავს - კარგი აბაზანა, საუნა, მასაჟი.
მეხუთე - საუკეთესო მეგობრები. ყველაზე მეტი დრო მათ გვერდით გაატარე და ესაუბრე.