2019-11-28

„საქართველოში მცხოვრებ კაცებს ის პრივილეგიები გვაქვს, რომელთა სამართლიანობაში, გულის სიღრმეში, ალბათ ეჭვი ყველას ეპარება, მაგრამ მათი დათმობა გვიჭირს. ოჯახის უფროსის გვირგვინი, გადაწყვეტილების მიმღების სტატუსი, ბავშვის ტირილის დროს ტელევიზორის მშვიდად ყურების სიამოვნება... რთულია ამ „სიკეთეებთან" განშორება და საპირისპირო სქესთან უფლებრივი გათანაბრება. თუმცა, თუკი ქართველ კაცებს ჭკუა გვაქვს, ქალებთან მიმდინარე ამ წარმოსახვით „ბრძოლაში" ჩვენივე ნებით დავმარცხდებით, რადგანაც ასე ჯობია ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ოჯახებში ჰარმონიისთვის, შვილების სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვის - კაცებისთვის." - დათო გორგილაძე, ტელეწამყვანი და მწერალი.

 

წყარო