ემბრიონის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, ჯერჯერობით არ არის სრულად გამოკვლეული და სიურპრიზებითაა სავსე.
„მშობელი“ გაგაცნობთ 12 ნაკლებადცნობილ ფაქტს, ემბრიონის განვითარების შესახებ.
- მუცლადმყოფ პატარას 32%-ით(!) მეტი ძვალი აქვს. სწორედ ამ მიზეზის გამო, პატარა იმდენად მოქნილია, რომ შეუძლია სამშობიარო გზების გავლა და დაბადება.
- გულისცემა განაყოფიერებიდან მე-18 დღეს იწყება. სისხლის მოძრაობა ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში, დაბადებამდე, გული საშუალოდ 54 000 000-მდე დარტყმას ახორციელებს.
- როცა დედა რამეს განიცდის, ან სტრესულ მდგომარეობაშია, ნაყოფი უგზავნის მის ორგანიზმს ღეროვან უჯრედებს, რათა დაზიანებული ორგანოები აღდგეს. საპასუხოდ, დედა ანტისხეულებს გადასცემს ნაყოფს, რომელიც მას ინფექციური დაავადებებისგან დაიცავს.
- ბავშვის სქესი, ყველა ხასიათის მახასიათებელთან ერთად, განაყოფიერების დროს განისაზღვრება.
- 8 კვირიდან თვალის ბადურა ყალიბდება, 12 კვირიდან კი ნაყოფი სინათლეზე რეაგირებს. მან უკვე იცის, როდისაა ქუჩაში მზიანი, ან მოღრუბლული ამინდი.
- 10 კვირიდან ბავშვის პირი იმდენად ვითარდება, რომ სანაყოფე წყლებს ყლაპავს, რომლის შემადგენლობაშიც ასევე ნაყოფის შარდი შედის.
- თითის ანაბჭდები 9 კვირის ვადაზე ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ, მათ ფენოტიპის გამო.
- სანაყოფე წყლების გარსის გამო ეს არავის არ ესმის, თუმცა პატარები დედის მუცელში ყოფნის დროსაც ტირიან. ტირილის ხმაზე, კი გავლენას ის ხმები ახდენს, რაც ნაყოფს დაბადებამდე ჩაესმის.
- 4 კვირის განმავლობაში, ნაყოფი 10 000-ჯერ უფრო დიდი იზრდება, ვიდრე განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, ხოლო 9 თვის შემდეგ, იწონის მილიარდჯერ მეტს, ვიდრე საკვერცხე.
- 7 კვირის ნაყოფს, ყველა ორგანო აქვს, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. პირველად ტვინი ყალიბდება. ტვინის იმპულსები კი დაახლოებით 6 კვირის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს.
- მუსიკალური გემოვნება ძირითადად იმ მუსიკაზეა დამოკიდებული, რომელსაც დედა ყურსასმენებით უსმენდა. ხმამაღალი ბგერები ნაყოფს ხშირად აღვიძებს და აშინებს.
- საკვები, რომელსაც ფეხმძიმე მიირთმევს, სანაყოფე წყლებს გემოს უცვლის. როცა დედა ტკბილეულს მიირთმევს, ბავშვი უფრო მეტ წყალს ყლაპავს, ვიდრე მწარეს მიღებისას.
მოამზადა მარიამ სოხაძემ