2018-12-06

ორი შვილის დედა ოლგა ნეჩაევა, რომლის ერთ-ერთ შვილი განსაკუთრებული საჭიროებისაა, ყვება, თუ როგორი გახადეს ის ბავშვებმა.

„ემიმ  ჩვეულებრივი და მოულოდნელი მოვლენებით გაოცება მასწავლა. მაგალითად ის, რომ ბავშვების ყოლა ბედნიერებაა და არა ქვეყნის აღსასრული, როგორც მანამდე მეგონა. ტომიმ კი მასწავლა, როგორ ვიყო აღფრთვანებული ყველაფრით რაც არსებობს. განსაკუთრებული საჭიროების ბავშვის ყოლა, არ არის იოლი, თუმცა ის, რასაც ასეთი ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში  თავიანთი მოვლინებით გვაძლევენ, შეუფასებელია. მან მე რადიკალურად შემცვალა. ვისწავლე, რომ ცხოვრებას მომენტები ქმნის. ჩემი რეაქციები განსხვავებულია. ორიენტირებულია, რომ ახალი პატარა ცვლილებები დაიჭიროს, რომ მან სხვანაირად შემომხედა, ახალი ხმა გამოსცა, ახალი მოძრაობა( აქ არაა ლაპარაკი იმაზე, რომ როგორც იქნა საჭმელი ჭამა, არამედ იმაზე, რომ მან თავი უფრო იოლად მოატრიალა მარჯვნივ). ამჟღავნებს ახალ სურვილებს და ა.შ. ყოველი ახალი ქმედება ემოციების ზღვას იწვევს.. სიხარული, აღფრთოვანება, ბედნიერება, სიამაყე, ყველაფერი ერთად მოდის. ხანდახან დავხტივარ მთელ ბინაში, ხან კი ბედნიერებისგან ვყვირი. ზოგჯერ მგონია, რომ ამდენი ემოციისგან გავგიჟდები...

განსაკუთრებული საჭიროების ბავშვები სრულიად ახალ ნაბიჯებს გვადგმევინებენ ცხოვრებაში. თავს სხვანაირად გრძნობ, ხვდები, რომ ყოველი წამი უნდა შეიგრძნო. ჩემი ცხოვრება ახალი შეგრძნებებით არის სავსე. თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავ და დავფიქრდები, ვიყავი ბედნიერი მანამდე?  შეიძლება ითქვას, რომ ალბათ არ ვიცი.

ჩვენ ერთად ვიყავით ოჯახურ თერაპიაზე, სადაც იგივე კითხვა დაგვისვეს. მივხვდი, რომ მანამდე მხოლოდ თავგასავლები და დასვენების დღეები მახალისებდა. მე არ მჭირდება არაფრის გახსენება, რადგან  ზუსტად ვიცი, რომ მე აქ და ახლა ვარ ბედნიერი ადამიანი. ზუსტად ამ მომენტში ოჯახთან ერთად“.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

წყარო

მშობლები