2019-03-18

კვერცხი, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საზიანო გახდეს. კვლევის მიხედვით, კვირის განმავლობაში 3 ან 3-ზე მეტი კვერცხის მიღება გულის დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის.

CNN კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 3-ზე მეტ კვერცხს ან დღეში 300 მილიგრამ ქოლესტერინს (ან მეტს) იღებენ, გულის დაავადებათა განვითარებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი ეზრდებათ. ეს რისკი მცირდება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელბიც კვერცხს შედარებით ნაკლებად ჭამენ.

კვლევის ავტორები დასძენენ, რომ კვერცხი, განსაკუთრებით კი მისი გული მდიდარია ქოლესტერინით. ასე მაგალითად, ერთი დიდი კვერცხი 186 მილიგრამ ქოლესტერინს შეიცავს.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა 29 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთა ასაკი, საშუალოდ, 17½ წელს აღემატება. კვლევის პერიოდის დროს, სულ 5 400 გულსისძარღვთა დაავადება დაფიქსირდა, მათ შორის, 1302 ინსულტი, რომელთაგან ნაწილი ლეტალური იყო, 1897 გულის უკმარისობის შემთხვევა და 113 სხვა ისეთი დაავადება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ 300 მილიგრამ ქოლესტერინზეე მეტის მიღება დღეში გულის დაავადებათა განვითარების რისკს 3.2%-ით ზრდის, ხოლო ნაადრევი სიკვდილის რისკს 4.4%-ით. კვლევის ავტორების თქმით, თითო დამატებით ნახევარი კვერცხი, გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკს 1.1%-ით ზრდის, ხოლო სხვა სამედიცინო მიზეზით გარდაცვალების რისკს – 1.9%-ით.

 

წყარო