2020-02-25

ლიკა ლობჟანიძე მეორე წელია მეუღლესთან ერთად ჩინეთში ცხოვრობს, ამჟამად, ლინი შანდონგის პროვინციაშია და  უკვე 34-ე დღეა კარანტინში იმყოფება.

„10 მილიონიანი ქალაქი სრულიად ცარიელია და ჩერნობილს გავს“, - ყვება ლიკა „მშობელთან“ საუბარში და მისი საცხოვრებელი ოთახის ფანჯრიდან გადაღებულ ფოტოს გვაწვდის.

„34-ე დღეა სახლში ვართ. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, ამით უფრო დავზარალდებოდი, ამიტომ მაქსიმალურად მოვბილიზდი და დავიწყე ინფომრაციის მოძიება. როდესაც იცი რასთან გაქვს საქმე, ალბათ, უფრო მშვიდად ხარ და უფრო იცავ თავს. რთულია 34 დღე უმოქმედოდ ჯდომა და ზუსტად არ ცოდნა როდის შეძლებ ისევ ნორმალურად ცხოვრებას. სხვადასხვანაირად ვირთობთ თავს - ფილმები, სერიალები, წიგნები, კარტის თამაში, მეგობრებთან კონტაქტი ა.შ სტრესი დიდია რა თქმა უნდა, თუმცა იმდენად მობილიზებულია აქ ყველაფერი, სიმართლე გითხრათ, ვირუსისაც არ მეშინია. ხანდახან მგონია რომ ფილმში ვარ, 10 მილიონიანი ქალაქი სრულიად ცარიელია და ჩერნობილს გავს. თუმცა ნელ-ნელა ყვეკაფერი მწყობრში დგება და ცოცხლდება. ვიმედოვნებ, მალე შევძლებ ჰაერის ჩასუნთქვას ნიღბის გარეშე და ხალხის დანახვას ქუჩებში“.

ლიკა ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი და იმ შეზღუდვებსა თუ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფომ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მიიღო.

„კორონავირუსმა COVID-19, ჩინეთის პროვინციის ჰუბეის ქალაქ ვუჰანში, 10 იანვრიდან იფეთქა. პირველი ერთი კვირა სულ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ამიტომ არც სახელმწიფო და არც ხალხი არ შევშინებულვართ. მალე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. წელს ჩინური ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნებოდა. ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული ჩინელი ხალხისთვის. მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ამ დღეს ყველა სასურველ ადგილას, საზღვარგარეთ, ან აუცილებლად საკუთარ ოჯახებში შეხვდეს. ახალი წლის პერიოდის განმავლობაში შიდა მიგრაცია დაახლოებით 350/400 მილიონია, გარე - კი 10 მილიონი. 10 იანვრიდან ხალხმა სხვადასხვა ქალაქებისკენ დაიწყო გადაადგილებაც, მათ შორის დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა ვირუსის ეპიცენტრი ქალაქი ვუჰანიდან. 20/21 იანვრისთვის დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად იმატებდა“.

შეზღუდვები: „23 იანვარს ჩინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეკეტა ქალაქ ვუჰანის გზები, გასასვლელები და შეეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა. 25 იანვარს, როდესაც ყველა უკვე ოჯახში ხვდებოდა ახალ წელს, ჩაიკეტა ქალაქებიდან, პროვინციებიდან გასასვლელი სამანქანე და სარკინიგზო გზები, შეჩერდა ავიამიმოსვლა. ქვეყანაში გამოცხადდა კარანტინი. ამავე დღეს გამოიცა ნიღბების კანონი, რაც გულისხმობს, რომ გარეთ პირბადის გარეშე გასვლის უფლება არავის აქვს. თუ ვინმეს დაინახავენ მის გარეშე, პოლიცია დააპატიმრებს და წაიყვანს კარანტინში“.  ყველა საცხოვრებელთან დგას სამხედრო სამედიცინო პერსონალი, სპეციალური სამოსით და ატრიბუტით აღჭურვილი. არ გვაქვს სახლიდან გასვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. ახლა მხოლოდ კვირაში 3 დღე სამშაბათს, შაბათს და კვირას დილის 9 დან 10 საათამდე შეგვიძლია გასვლა საჭიროების შემთხვევაში.

საზოგადოების ინფორმირებულობა და ზრუნვა: „შეიქმნა ონლაინ პროგრამა, სადაც ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია გავიგოთ რამდენი დაავადებული ადამიანია ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში. 24 საათის განმავლობაში 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მათი რიცხვი 3/4 ათასით იმატებდა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 24 საათში 154 ადამიანი იყო. ქვეყანაში არ შექმნილა არც საკვების, არც რაიმე სხვა საჭირო პროდუქტის დეფიციტი. მთელი თამის განმავლობაში იწმინდება ქუჩები, სადარბაზოები, კურიერები მუშაობენ საოცარი შემართებით და სახლთან გვაწვდიან ყველა საჭირო პროდუქტს. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან უცხოელების მიმართ. ხშირად გვირეკავს ადგილობრივი პოლიციის წარმოამდგენელი, კითხულობს ჩვენ მდგომარეობას, რამე პრობლემა ხომ არ გვაქვს დამსაქმებელთან ან ვიზასთან დაკავშირებით. დილით ყოველთვის მომდის სმს ადგილობრივი მთავრობისგან, რომ შევიკავო თავი გარეთ გადაადგილებისგან, თუ გავდივარ გამოვიყენო პირბადე, ხშირად გავანიავო სახლი, ხელები დავიბანო მინიმუმ 20 წამის განმავლობაში და ვიწმინდო სპირტიანი სამწენდით. დამსაქმებლები ვალდებულები არიან სრულად დაფარონ იანვრის და თებერვლის ხელფასები, თუ უარს აცხადებენ, პირველ რიგში საელჩო გვეხმარება მათთან პრობლემის მოგვარებაში. 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი, აქვთ ყველა ქართველის შესახებ ინფორმაცია და ძალიან გვიფრთხილდებიან. ვისარგებლებ და საჯაროდ გადავუხდი საკონსულოს ზრუნვისთვის, ყურადღებისთვის და დახმარებისთვის.

დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზი: დღევანდელი მაჩვენებლით დაავადებულთა რიცხვმა მხოლოდ 517-ით მოიმატა, სიკვდილიანობა 75-მდეა დაწეული, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 3 დღეა 23 რეგიონში გავრცელების  არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ მთავრობამ მიიღო უმკაცრესი ზომები და საცხოვრებლიფან გასვლა არ შეგვიძლია. ეს შეიძლება ბევრმა მიიღოს, რომ ძალით ჩაგვკეტეს და არ აქვთ უფლება, მაგრამ დამერწმუნეთ, მსგავსი ზომების გარეშე ახლა მთელი ჩინეთი და ნახევარი მსოფლიო ამ ვირუსის მატარებელი იქნებოდა.

სამომავლო პროგნოზებს ვერ აკეთებენ ჯერ. ჩამოსულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, უამრავი თანხა გადაირიცხა ჩინელი ბიზნესმენებისგან ვაქცინის შექმნაში. მათ შორის არიან ალიბანას დამფუძნებელი ჯეკ მა, ჰუავეი და ა.შ როგორც ჩინეთის მთავარი ბაქტერიოლოგი აცხადებს, ვაქცინის ტესტის პასუხები აპრილის ბოლოს იქნება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე სხვა პრობლემაა.

ვისურის ინკუბაციის პერიოდი არის 2 - 1-14 და 1-30 დღემდე. ინკუბაციის პერიოდი შეიძლება კიდევ გაიაროს. ზოგმა ადამიანმა შეიძლება "ფეხზე" გადაიტანოს ეს ვირუსი ყველანაირი სიმპტომის გარეშე, მაგრამ სხვა დააინფიციროს. საშუალოდ 1 ადამიანი აინფიცირებს 14 ადამიანს.

ვირუსის სიმპტომები: 1.ხველა, 2. ყელის ტკივილი 3. სიცხე 38+, 4 ფილტვების ანთება. საშუალოდ მკირნალობის პერიოდი არის მარტივ შემთხვევაში 2 კვირა, რთულ შემთხვევაში 3/6 კვირა. სიკვდილიანობა 2%.

რეკომენდაციები: გამოიყენეთ პირბადე გარეთ გასვლისას, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ატარეთ სპირტიანი ხელსაწმენდი თან, ხელები იბანეთ რაც შეიძლება ხშირად საპნით და მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

ვირუსი გადამდებია მხოლოდ ვირუსის მქონე ადამიანთან კომუნიკაციით. ის არ არის საჭმელზე, სხვა პროდუქტზე ან ამანათზე. თუ გსურთ, რომ აიცილოთ თავიდან დაინფიცირება, მაქსიმალურად გაითვალისწინეთ ჩინეთის მკაცრი ზომების მაგალითი. ეს ერთადერთი გზაა, რომ ბევრი ადამიანი არ დაავადდეს.

 

 

ჯანდაცვა