2019-06-26

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 100-მდე ინვესტორს და ანალიტიკოს მასპინძლობს.

სტუმრები საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეებს ეცნობიან.

ინვესტორები საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიებისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ბიზნესების განვითარების შესახებ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

მაღალია უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიმართ, რომლის აქციები 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ „ლისტინგში“ ივაჭრება.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ისეთებიც რომლებიც, წლებია ინვესტირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკაში და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში. 

ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გასაცნობად საქართველოში ჩამოვიდნენ ახალი, პოტენციური ინვესტორებიც.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აწყობს საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნისა და მისი საინვესტიციო კლიმატის შესახებ სრულფასოვანი წარმოდგენის შესაქმნელად და ახალი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ჯანდაცვა