2019-05-22

Nino Mchedlishvili-ს ფოტო.

ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი „ავერსის“ კლინიკის ექიმს მარიკა ჯაფარიძეს ოპერაციის საჭიროების გარეშე გაკეთებაში ადანაშაულებს.

როგორც მჭედლიშვილი ყვება, საკუთარი დიაგნოზი, ამერიკაში, ასევე ქართველ ექიმთან გაიარა, რომელმაც უთხრა, რომ აბსოლუტურად სხვა პრობლემა ჰქონდა და ოპერაცია საჭირო არ იყო.

„ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე რომაა საქართველოში, ეს მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის!!! ადრე თუ გვიან აუცილებლად შევხვდებით სასამართლო დარბაზში!!!“, - წერს მჭედლიშვილი.

“მშობელი“ კომენტარისთვის „ავერსის“ პრესსამსახურს დაუკავშირდა. კლინიკის პასუხი მიღებისთანავე გავრცელდება.  

 

 

ჯანდაცვა