ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 31იანვრის მონაცემებით, 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.
31 დეკემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4597 (4065 + 532 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (33 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 % (2968) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.