2022-03-17

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც კოვიდ-პაციენტების მართვაში სრულად იყო ჩართული, 15 მარტიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. ამიერიდან, ჰოსპიტალში მრავალპროფილური სერვისების მიღება, მათ შორის პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური და ნეონატალური მიმართულებებით, კვლავ სრული დატვირთვით არის შესაძლებელი. ასევე, 24-საათიან რეჟიმში განახლდა მულტიპროფილური გეგმიური თუ ურგენტული სერვისების მიწოდება.

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება კოვიდ-კლინიკის სტატუსით 18 თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. კოვიდ-პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო სრული სამედიცინო სერვისი. მათ შორის, ინფიცირებული ქალებისთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა მესამე დონის სამშობიარო სამსახური, რაც სრულყოფილ პერინატალურ დახმარებას ითვალისწინებდა. ექიმების გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჰოსპიტალში კოვიდ 19 წარმატებით იმართა: კორონავირუსი 7 000-მდე კოვიდ-პაციენტმა დაამარცხა.

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ევექსის ქსელში შემავალი მძლავრი და მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს გეგმიურ და გადაუდებელ სერვისებს 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც დადებით გამოსავალს ზრდის და პაციენტების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

 

ჯანდაცვა