2021-08-27

 
 
დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.
 
ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.
 
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
 
მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
 
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი - დღეიდან, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.

ჯანდაცვა