2021-08-20

 

დღეიდან ევექსი ჰოსპიტალურ ქსელში შემავალ 17 ჰოსპიტალში ვაქცინაციის ცენტრები ამოქმედდა. ქვეყნის 6 რეგიონში  (თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი) მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დამატებითი პუნქტები გაიხსნა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს.

ვაქცინაციის ცენტრები პაციენტებს კვირაში 7 დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება. 

მობილიზებულია ბრიგადები, რომლებიც, თავის მხრივ, ექიმების, ექთნებისა და რეგისტრატორებისგანაა დაკომპლექტებული. 

თითოეულ ჰოსპიტალში ვაქცინაციის სივრცე პროტოკოლის შესაბამისად მოეწყო. ვაქცინაცია კი, ამ ეტაპზე, ფაიზერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ  ევექსი ჰოსპიტლები ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას მთელი ქსელის მასშტაბით ახორციელებს და 2021 წლის ბოლომდე სხვადასხვა სამედიცინო სარგებელს სთავაზობს მათ, ვინც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით იქნება აცრილი. ვაქცინაციის ცენტრები კი 17 ჰოსპიტალში, შემდეგ მისამართებზეა ხელმისაწვდომი:

თბილისი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი.  მის: ქავთარაძის ქ.№ 23
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მის:  ქინძმარაულის ქ. №1
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. მის: ლუბლიანას ქ.13/6
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. მის: ლუბლიანას № 21
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი. მის: ლუბლიანას № 21

ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. მის: ჯავახიშვილის ქ. №83აკრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. მის:ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2

ბათუმი:
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ბაგრატიონის ქ. №125
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი მის: აეროპორტის გზატკეცილი, 64

ქობულეთი:
ქობულეთის ჰოსპიტალი. მის: აბაშიძის ქ.18

ზუგდიდი:
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: გამსახურდიას ქ. №206

თელავი:
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ვ. სეხნიაშვილის 1

ახალციხე:
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: რუსთაველის ქ. №105 ა
ახალქალაქის ჰოსპიტალი. მის: დ. აღმაშენებლის ქ.31

ფოთი:
ფოთის ჰოსპიტალი. მის: გურიის ქ. №171

ხაშური

ხაშურის ჰოსპიტალი. მის: შ.რუსთაველის ქ. №40

 

ჯანდაცვა