დაბადების დღეზე მოგროვებული ფულით, სანდრომ ძაღლების საკვები იყიდა და თავშესაფარს გადასცა.
ამის შესახებ თავშესაფრის ხელმძრვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი წერს.
“ბევრი ადამიანი მოდის თავშესაფარში. ზოგს ერთი ნაჭერი პური მოაქვს ძაღლებისთვის, ზოგს უფრო მეტი. დღეს გაოცებულები დავრჩით. დედასთან ერთად მოვიდა სანდრო ივანაშვილი. სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა, მან კი თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ღმერთმა დალოცვილი და ჯანმრთელი ამყოფოს. დიდი მადლობა მის გამზრდელს’, - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.