2019-10-23

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: Nature at Work, რომლის მიზანია წყლის გამოყენების მართვის სისტემის შემუშავება და  Ship Сhain - ღია ოკეანეში მყოფთათვის ინტერნეტის მიწოდების ეფექტური მეთოდის მოძებნა. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე გამარჯვებული პროექტებიდან NASA შეარჩევს საუკეთესოებს, Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარსადგენად. 

NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია და მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას. კონკურსი ერთდროულად ტარდება მსოფლიოს გარშემო და წელს რეკორდი მოხსნა: 29,000 მონაწილე, 80 ქვეყანაში.

ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.

 

საზოგადოება