არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მონიტორინგითაა დაკავებული, 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის ნიმუშებიდან 6-ში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოაჩინა.
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მიირთვათ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა!"- აცხადებენ ორგანაიზაციში.
ნიმუშის ნომერი | ფოტო | სურსათის დასახელება და მწარმოებელი ფირმა | მწარმოებელი ქვეყანა |
გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი | შეძენის ადგილი | ანალიზის შედეგი |
1 | ტომატ-პასტა, სუპრემო, Food Commerce SRL. | იტალია | 01.03.18/01.03.20 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
2 | ტომატ პასტა, „როსანა“, Giaguaro S.p.A. | იტალია | 01.19/01.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
3 | ტომატ პასტა „ფინალი“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary | აზერბაიჯანი | 16.08.18/16.08.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
4 | ტომატ პასტა „ჩვენი სუფრა“, ooo Azersun Kend Tesserufati Mehsullary | აზერბაიჯანი | 16.08.18/16.08.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
5 |
კანიანი პომიდორი გარატებული „კოპოლივა“,Giaguaro S.p.A. |
იტალია | 11.18/11.20 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
6 | ტომატის პასტა „Kingtom“, Ege Assian Gida Sanayive Ticaret A.S. | თურქეთი | 11.18/11.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
7 | ტომატის პასტა „TAT“, Gida San A.s. | თურქეთი | 01.03.20 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
8 | ტომატ პასტა „მარნეული“, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა | საქართველო | 08.08.18/24 თვე | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
9 | ტომატ პასტა „EDEKA“, Zentrale AF/G&Co.KG | გერმანია | 14.10.20 | სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48 |
არ აღმოჩნდა | |
10 | ტომატ პასტა „ბარაქა“, დამზადებულია შპს „ალფასთვის“ | ჩინეთი | 06.11.18/05.11.20 | სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48 |
არ აღმოჩნდა | |
11 | ტომატ პასტა „KIKNOS“, Greek Canning Company Co S.A. | საბერძნეთი | 09.09.18/30.09.20 | სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48 |
არ აღმოჩნდა | |
12 | ტომატ პასტა „სპარ“, შპს "გემო" | საქართველო | 15.06.19/ 2 წელი | სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48 |
არ აღმოჩნდა | |
13 | ტომატი „რეჯია“, REGGIA , PAP s.r.l. | იტალია | 04.18/04.20 | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
14 | ტომატ პასტა „CHUMAK“, JSC CHUMAK | უკრაინა | 02.12.17/02.12.19 | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
15 | ტომატ პასტა „ბებო გენაცვალოს“, სააქციო საზოგადოება LUCKFOODS | უკრაინა | 16.05.19/2 წელი | ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54 |
არ აღმოჩნდა | |
16 | ტომატ პასტა „SOLARIA“, Compagnia Mercantile DOlteremare S.r.L | იტალია | 27.02.17/27.08.19 | ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54 |
არ აღმოჩნდა | |
17 | ტომატი „ჯაკომო“, „ბემოკ“ ს.კ. | საქართველო | 19.07.19/18.07.21 | ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ. |
არ აღმოჩნდა | |
18 | ქართული კეტჩუპი „სანსო“, შპს სანს ჯგუფი | საქართველო | 25.05.19/23.10.19 | ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ. |
არ აღმოჩნდა | |
19 | ტყემალი, შპს GNP | საქართველო | 08.05.19/08.05.20 | ორი ნაბიჯი, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ. 4კ. |
არ აღმოჩნდა | |
20 | ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“ | საქართველო | 08.04.19/2 წელი | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1 | |
21 | ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა | საქართველო | 21.06.19/24 თვე | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1 | |
22 | წითელი ტყემალი „სუპრემო“, შპს ფუდსერვისი | საქართველო | 12.06.19/24 თვე | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
23 | აჭარული წითელი ტყემალი, შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა | საქართველო | 22.03.19/22.03.21 | ნიკორა ტრეიდი, ვაჟა-ფშაველას 52 |
არ აღმოჩნდა | |
24 | ტომატის საწებელი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა | საქართველო | 26.08.18/24 თვე | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
25 | ტომატის საწებელი „ბებოს საწებელი“, შპს ტომატიკო | საქართველო | 22.06.19/12 თვე | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
26 | ტომატის საწებელი, შპს GNP | საქართველო | 24.06.19/24.12.20 | სს „ფუდმარტი“ ვაჟა- ფშაველას 48 |
არ აღმოჩნდა | |
27 | ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი | საქართველო | 04.03.19/3 წელი | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1 | |
28 | აჯიკა „არტფუდი“, არტაშატის საკონსერვო ქარხანა | სასომხეთი | 10.09.18/10.09.20 | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
29 | აჯიკა ექსტრა, შპს „გსქ კულა“ | საქართველო | 12.12.18/1,5 წელი | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
30 | სამეფო აჯიკა, შპს რუა | საქართველო | 05.19/05.20 | ნიკორა ტრეიდი, ვაჟა-ფშაველას 52 |
არ აღმოჩნდა | |
31 | აჯიკა, შპს „ივერია“ | საქართველო | 13.06.19/90 დღე | შპს „ყაზბეგის 28“ , ყაზბეგის 28 |
არ აღმოჩნდა | |
32 | აჯიკა „ოდა“, შპს GNP | საქართველო | 27.05.19/12 თვე | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
33 | მეგრული აჯიკა, შპს GNP | საქართველო | 03.06.19/03.06.20 | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
34 | ეს აჯიკა, შპს „ეს“ | საქართველო | 12.07.19/18 თვე | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1 | |
35 | აფხაზური აჯიკა, შპს „დაბი“ | საქართველო | 17.07.19/17.01.20 | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
36 | მშრალი აჯიკა, ნანა ფალიანი | საქართველო | 01.07.19/12 თვე | შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“, ანჯაფარიძის 13 |
არ აღმოჩნდა | |
37 | ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo | ვიეტნამი | 15.03.19/15.03.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II) | |
38 | წითელი წიწაკა დაფქვილი, შპს დაბი | საქართველო | 30.05.19/30.05.21 | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა | |
39 |
დაფქვილი წითელი წიწაკა, შპს იამუნა |
უკრაინა | 06.11.18/24 თვე | ორი ნაბიჯი, იონა ვაკელის 18 |
არ აღმოჩნდა | |
40 |
წითელი წიწაკა, კენტი, Soyygit Group |
თურქეთი | 21.01.19/21.01.21 | ი.მ მალვინა დეისაძე, მაღაზია „ციცინათელა“, ვაჟა-ფშაველას 54 |
არ აღმოჩნდა | |
41 | მშრალი აჯიკა, თეთნულდი | საქართველო | შენახვის ვადა 6 თვე | ბემონი ქავთარაძის 25 |
აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1 | |
42 |
აჯიკა, „მეგრული გემო“, ი.მ. ლევან სალია |
საქართველო | 10.07.19/8 თვე | შპს „ერთობა“ გურამიშვილის 18 |
არ აღმოჩნდა |
"მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.
კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტი ქართველ მომხმარებლებს“. " - აცხადებენ ორგანიზაციაში.