2019-05-17

რამდენიმე ბაღის სამზარეულოში, ვიდეოკამერები დაყენდა.

ამის შესახებ გადაცემა „ინსაიდერის“ ეთერში თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

"ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი. 11 ბაღში დავაყენეთ მონიტორები და კამერები სამზარეულოში და ნებისმიერ მშობლეს შეუძლია ნახოს თუ როგორ მზადდება პროდუქტები. მშობელს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეს ნახოს. ჯერჯერობით ახალი ბაღები შევარჩიეთ პილოტირებისთვის", - განაცხადა გვანცელაძემ.

რაც შეეხება ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღს, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ივნისის პირველ ნახევარში იქნება, თარიღი კი მაისის ბოლოს დაანონსდება.

საზოგადოება