,,მედია ოთხფეხა მეგობრების დასახმარებლად" - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდის" პირველი პროექტია, რომელიც მედიის ცნობილი წარმომადგენლების დამხმარებით უშუალო თანადგომით გახორციელდა.
პროექტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მაგდა წულაიას ინიციატივით განხორციელდა და მიზანი უპატრონო ცხოველების დასახმარებლად თანხის შეგროვებაა.
აქციის ფარგლებში ფოტოსესიაში მონაწილე მედიის წარმომადგენლები, თავისი გვერდიდან გამოწვევას გაუგზავნიან მეგობრებს სახელწოდებით #ჩვენ გვიყვარს ოთხფეხა მეგობრები".
მსურველები გადაიღებენ ფოტოს (სელფს) თავის (მეგობრის, ქუჩის) ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, გამოაგზავიან საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდის გვერდზე და მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხავენ 1 ლარს, ან მათთვის მისაღებ ნებისმიერი ონედობის თანხას. გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რომელ ოთხფეხა მეგობარს მოხმარდება შემოწირული თანხა.
ცხოველების ჩაცმულობაზე იზრუნა ახალმა ქართულმა ბრენდმა "Love Sphynx" - მა, მათ ვისაც სურვილი გაუჩნდება შეუკვეთოს ამ ბრენდის სამოსი, გადახდილი თანხიდან 10 ლარი მოხმარდება უპატრონი ცხოველებს.
აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშსზე:
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE49BG0000000103044871
მიმღები: ააიპ "საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდი"
ფოტოების ავტორი ირაკლი გედენიძე