დღევანდელი გადაწყვეტილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური გადაწყვეტილება გავრცელდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზეც.
ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.