2021-08-09

პირბადის ტარება ხვალიდან (10 აგვისტოდან) სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება სახელდება.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბების ფუნქციონირება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ აკრძალულია და ამ რეგულაციის აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

გარდა ამისა, ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება

 

საზოგადოება