2020-09-03

სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ბაღის აღსაზრდელები საკვებს კვლავ სახლებში მიიღებენ. 

შესაბამისი განკარგულება, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გასცა. 

"ბაღებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება. საუბარი იყო, რომ შეიძლებოდა 15 სექტემბრიდან დაწყებულიყო, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მინდა ვიყოთ თანმიმდევრულები კოვიდ 19-თან ბრძოლაში და მიღებულია გადაწყვეტილება, სწავლა მოგვინებით დაიწყოს. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, 15 სექტემბრიდან, პირველ ოქტომბრამდე მოხდეს საკვებით უზრუნველყოფა ისე, როგორც ეს პანდემიის პირობებში ხდებოდა. როგორც წინა შემთხვევაში იყო, პარკებში ჩალაგებული საკვები, სახლებში წაიღონ აღსაზრდელების მშობლებმა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

საზოგადოება