მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მარტიდან სწავლა ყველა სასწავლო დაწესებულებაში შეწყდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
"ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები 2 მარტს დაიწყო და ჯერჯერობი 16 მარტამდე გაგრძელდება.