2020-03-01

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ-სწავლების დანერგვისკენ მოუწოდებს.

"უმაღლეს სასწავლებლებს მინდა მივმართო, გამოიყენეთ მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, რომელოიც გაძლევთ საშუალებას, ბავშვებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტის საშუალებით. მოვერიდოთ ადამიანების მასობრივ თავშეყრას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.

"ეს სამი პაციენტი მკურნალობას გადის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალურიინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელზეც პასუხი იქნება დღის განმავლობაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.

განათლება