2019-07-27

ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში ჩაირიცხა. ის ამჟამად 30 წლისაა და ამბობს, რომ განათლების მხრივ, ამერიკული მიდგომებით 17 წლის ასაკში დაბრუნდა. 

ცეცხლაძე აქცენტს, ამერიკულ და ქართულ მიდგომებზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ამერიკაში არ აინტერესებთ რა განათლება მიიღე საქართველოში ან რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. 

"სწავლა, რომ დავიწყე საქმეში ჩასადებად მომთხოვეს სხვადასხვა საბუთი. დიდი სიხარულით მივუტანე 2 დიპლომი და 48 სერტიფიკატი და იცით რა მითხრეს? მხოლოდ 7 სერტიფიკატი გამოდგებაო. ბაკალავრის დიპლომზე მითხრეს, კარგია, მაგრამ არ გვინდაო. სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, მე ჩეხეთიდან ვარ და იქაური დიპლომი არ გამომიყენებია, აქაური კოლეჯი მეტად ფასობს ვიდრე იქაური უნივერსიტეტიო. გარდა ამისა, სამსახურებში ყველგან მეუბნებიან: კარგია, მაგრამ ამერიკაში სწავლობდით? ან ამერიკაში სამუშაო გამოცდილება გაქვთ? მერე იწყებენ ახსნას, რომ რაც არ უნდა გამოცდილება გქონდეს შენს ქვეყანაში, აქ არ აინტერესებთ, ისევე როგორც განათლება. მხოლოდ ამერიკული, კანადური, ბრიტანული, გერმანული და ფრანგული ჭრის. დანარჩენი ძაან მაგრა კიდიათ. ჩემი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ხარისხი ჩამითვალეს სკოლას + 4 წლიანი განათლება (პუნქტი 16 წლიანი განათლება და არა ბაკალავრის ხარიახი) და დამსვეს assosiate degree-ზე. 2 წელი ეს ისწავლე და თუ კაი ნიშნები გექნება მაგისტრატურაზე მერე გველაპარაკეო. 12 წლიანი სამუშაო სტაჟიც განულდა და მხოლოდ 1 თვე მიღიარეს, ისიც მხოლოდ ამერიკული. დილა მშვიდობისა საქართველო. მე ისევ წიწკვი ბიჭი ვარ, კოლეჯის სტუდენტი და ისევ ხელახლა უნდა ვიწვალო და ავაწყო ცხოვრება. 30 წლის ასაკში ისევ 17 წლის ვარ. ეს ალბათ კარგია".

მისივე თქმით, ამერიკაში ოღონდ უმაღლესი განათლება მიიღე და გადაიხდი როცა გექნება, საქართველოში კი პირიქით ხდება, თუ არ იხდი, ვერც ისწავლი.

"რა განსხვავებაა ქართულ მიდგომასა და ამერიკულს შორის. ჩემი სტუდენტობის დროს ბათუმის უნივერსიტეტში 2-ჯერ შემიჩერეს სტუდენტის სტატუსი, რადგან გადასახადს ვერ ვიხდიდი დროულად. 2-ჯერ ლამის ვერ მივიღე უმაღლესი განათლება. ამერიკაში იმის გამო, რომ გადასახადს ვერ იხდი, არ არსებობს შანსი რომ შეგიჩერონ სტატუსი ან გაგრიცხონ უმაღლესი სასწავლებლიდან. არსებობს სტუდენტური სესხი, შეგიძლია ისარგებლო ამით. საერთოდაც, შეგიძლია ამერიკაში მიიღო უმაღლესი განათლება და როცა დაამთავრებ და დაიწყებ მუშაობას, მერე დაიწყო ნელნელა გადახდა. არავინ დაგახრჩობს და არავინ გაგწირავს იმის გამო, რომ ფინანსურად წელგამართული არ ხარ. ე.წ. "ნისიაზე" ისწავლი და როცა შეძლებ მაშინ გადაიხდი. რაც შეეხება სტუდენურ სესხს, აქ მინიმალური პროცენტია, აი ძაან მინიმალური. 1 თუ 2%. ცალკე საკითხია თუკი დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან ხარ, სულაც შეგიძლია უფასოდ ისწავლო. მიმართავ და შეისწავლიან შენს შემოსავლებს და უფასოდ გასწავლიან. სტუდენტური შეღავათები ცალკე თემაა. მგზავრობა, მაღაზიები, ბილეთები და ა.შ. შეგიძლია 20-დან 50%-მდე ფასდაკლებები გქონდეს როგორც სტუდენტს. მე მაგალითად 200$-ად ავიღე ულიმიტო მგზავრობა ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მთელი სემესტრი (ივლისი-დეკემბერი) როცა თუკი იგივეს ავიღებდი როგორც უბრალოდ მგზავრი დაახლოებით 800 დოლარამდე უნდა გადამეხადა. სტიპენდიები? უფ, იცოცხლე. ოღონდ ისწავლე და სტიპენდიით ლამის გაცხოვრებენ. აქ მოქმედებს სისტემა - ოღონს შენ ისწავლე და უმაღლესი განათლება მიიღე, გადაიხდი როცა გექნება. საქართველოში - გადაიხადე და მერე ისწავლე. არ გაქვს ფული? არ გაქვს განათლება", - წერს ცეცხლაძე.

განათლება