2019-02-01

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საატესტატო გამოცდები დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად მიმდინარე წლიდანვე სრულად გაუქმდება. როგორც მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ განაცხადა, ცვლილებების წელსვე ამოქმედება მხოლოდ სასკოლო გამოცდებზე გავრცელდება, რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ამ ნაწილში დაანონსებული ცვლილებები 2020 წლიდან შევა ძალაში.

„განათლების სამინისტრომ გამოაცხდა ცვლილებები სკოლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად უნდა ავხსნათ, თუ რა არის რეფორმის ამ ნაწილის ფოკუსი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდების მომზადებაზე. განათლების მიღება სკოლაში, ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამეტი გავაძლიეროთ.

ამასთან ერთად განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წელს შეეხებოდა მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებს. ეს იყო პრონციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხზე კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოიხსნას როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან.“ - განაცხადა ბახტაძემ.

განათლება