2023-02-01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ჭადრაკის სწავლება სკოლებში მეორე კლასშიც გაგრძელდება.

მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მეორეკლასელები ჭადრაკის სწავლას 2023 წლის სექტემბრიდანვე დაიწყებენ.

როგორც დღეს, პირველი თებერვალს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, I და II კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუ სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს.

განათლება