2022-09-30

"როცა მასწავლებელი ხარ, ერთია, რა გაწერილი ვალდებულებები გაქვს და მეორეა მორალური პასუხისმგებლობა, რასაც ვერავინ დაგაკისრებს, თუმცა შენ გრძნობ, რომ ეს შენი მხრიდან გასაკეთებელია. მეც პირველი დღიდან ვცდილობდი დამემსხვრია ბარიერები, რომლებიც მოსწავლეს აფიქრებინებს, რომ მასწავლებელი არ შეიძლება მისი მეგობარი იყოს.

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში გრანტს მოიპოვებენ ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ. ათმაგად საამაყოა, როცა ძალიან პატარა სოფლის სკოლადამთავრებული მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ და ამაში შენც მიგიძღვის წვლილი."

🎓გაიცანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი როლანდ შავაძე | bit.ly/3rfBX35

🏆 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება.

ლიბერთი აგრძელებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წელს, 'მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს' ოქროს სპონსორია.

განათლება