2022-09-27

🎓 გაიცანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ირა ძირკვაძე. ის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებელია.

„მასწავლებელს ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა სჯეროდეს, რომ ყველა მათგანი გამორჩეულია და თითოეულში უნდა აღმოაჩინოს მზის სხივი. ამიტომაცაა, რომ მასწავლებლის პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხშირად ვფიქრობ, უნებურად რაიმე არ შემეშალოს, თუნდაც ერთი სიტყვა არ ვთქვა ისე, რომ მათზე უარყოფითად იმოქმედოს. ასეთ დროს, შეიძლება რაღაც სამუდამოდ დაამახსოვრო მოზარდს - როგორც სასიკეთოდ, ისე მის საზიანოდაც. ჩემთვის მიუღებელია გაკვეთილზე ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს სწორი და არასწორი მოსაზრებები. მე მხარს ვუჭერ მათ ყველა ვერსიას, ვეკითხები რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე და მეც ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ მოსწავლეები აზრის თამამად გამოხატვას მიეჩვიონ", - ამბობს მასწავლებელი.

🏆 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება. ლიბერთი აგრძელებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წელს, 'მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს' ოქროს სპონსორია.

განათლება