III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია
სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელ ენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მშობლის უფლებები:
მშობელმა, პირველ რიგში, უნდა შეარჩიოს სკოლა. არჩევანის შეცვლას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ბოლო ეტაპს არ დაელოდოთ, რადგან როგორც წესი, სკოლებში ადგილები შეზღუდულია, თუ თქვენი შვილი არასასურველ სკოლაში ჩაირიცხა, მობილობის შესაძლებლობა არსებული კანომდებლობით მხოლოდ პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ მოგეცემათ. ასევე, მშობელს აქვს უფლება რეგისტრაციის დაწყებამდე ბევრად ადრე გამონახოს დრო შერჩეულ სკოლაში ვიზიტისთვის და მიიიღოს მასზე დეტალური ინფორმაცია, ასევე იკითხოს რამდენი პირველკლასელის მიღების რესურსი აქვს სკოლას, ვინ არიან მასწავლებლები, დამრიგებლები, გაეცნოს მათ პორტფოლიოს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეთა წარმატების შესახებ და გაარკვიოს რამდენად უსაფრთხოა სკოლა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველჰყოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუ განგიმარტეს, რომ ეს უფლება მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ მოგეცემათ და მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია სკოლის შინა განაწესი წაიკითხოთ, შეახსენეთ, რომ ამის უფლება თქვენ გაქვთ ან უბრალოდ მიმართეთ შესაბამის დაწასებულებებს, რომლებსაც ქვემოთ ვახსენებთ.
თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან შეფერხებას შეგიქმნით სკოლა ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.
აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეული ეტაპი გარკვეულ დროს მოიცავს, რასაკვირველია, უნდა დაიცვათ რეგისტრაციის ვადები და ბოლო დღეს არ დაიწყოთ რეგისტრაცია, რადგან უფრო ნაკლები დრო გექნებათ პრობლემის მოსაგვარებლად, და შესაძლოა ვადებში ვერ ჩაეტიოთ ან უბრალოდ მოხვდეთ თქვენთვის არასასურველ სკოლაში.
წყარო