2021-01-21

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის   გავრცელებამ სრულიად ახალი რეალობა შექმნა ჩვენს ირგვლივ.  ცოცხალი ურთიერთობები მოულოდნელად დისტანციურმა რეჟიმმა შეცვლა, ხოლო სწავლების პროცესმა ონლაინ  სივრცეში  გადაინაცვლა.  

📍 როგორ მივაჩვიოთ ბავშვები დისტანციური სწავლების რეჟიმს?

📍 როგორ ვაქციოთ ონლაინ შეხვედრები შემეცნებით და სახალისო პროცესად?

ეს კითხვები თანაბრად აწუხებს, როგორც მშობლებს, ისე მასწავლებლებს.  გამოწვევებზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სივრცე“ მოხალისეებთან ერთად  მასშტაბური პროექტი "100 მოხალისე მენტორი" დაიწო, სადაც ბავშვების  მხარდასაჭერად  გაერთიანდნენ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები. პროექტის ფარგლებში უამრავი შემეცნებითი-სახალისო აქტივობა დაიგეგმა.

ეს არის დისტანციური სწავლების ადაპტაციის  ხელშეწყობის პროექტი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებს.  აქტივობების ხანგრძლივობა ონლაინ პლატფორმების საშუალებით 45 წუთიდან 1 საათამდე გაგრძელდება.

მენტორების სახალისო სესიები და თითოეული აქტივობა  მიმართული იქნება მოსწავლეების წახალისების, არაფორმალური ცოდნის მიღებისა და ემოციური განვითარებისაკენ. ამასთან ერთად აქტივობებში ჩართული ბავშვები შეიძენენ მეგობრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გაიცნობენ ემიგრაციაში მყოფ ქართველ თანატოლებს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს და შეიმსუბუქებენ  პანდემიით გამოწვეულ იზოლაციას.

პროექტის ფარგლებში 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა სესიებზე დასწრება იქნება სრულიად უფასო.  ამიტომ გვსურს ეს შესაძლებლობა ყველა ბავშვმა გამოიყენოს.

პროექტის განხორციელებით ორგანიზაცია თავისი საქმიანობიდან (ბავშვთა უფლებების დაცვა)  და  მიზნებიდან გამომდინარე მხარდაჭერას უცხადებს    ბავშვებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს.

როგორ უნდა დაარეგისტრირონ მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვები?

მიჰყევით  ბმულს : https://bit.ly/3aiWvjQ

შეარჩიეთ ბავშვისთვის საინტერესო სფეროები;

მიუთითეთ დასწრების სასურველი დრო ;

გაგვიზიარეთ ინფორმაცია თქვენი მოლოდინების შესახებ.

შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო აპლიკაციაში (https://bit.ly/3aiWvjQ)  მითითებულია თითოეული აქტივობის დასახელება, რომლის არჩევა შეუზღუდავად შეგიძლიათ.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ  Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/socialspace.ge

პროექტის სხვა დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://bit.ly/39vLie2

პროექტის ირგვლივ გაერთიანებული 100 მენტორი მზად არის დაეხმაროს ბავშვებს დისტანციური სწავლების მიმართ ნეგატიური განწყობის,  რუტინის  და ერთფეროვნების შეცვლაში, გახადოს სწავლების პროცესი უფრო ხალისიანი და ხელი შეუწყოს თქვენს შვილებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის  დაძლევაში.

 

განათლება