ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო ბაღებს მოთხოვნები გაუმკაცრდებათ, არდადეგები კი, საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება.
„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. იქ იქნება ქალაქის მერი და განათლების მინისტრიც. მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისათვის საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეოაბას, საჭიროების შემთხევაში კი არდადაგები გახანგრძლივდება.
„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე.