2020-02-14

ეკო ხელნაკეთი“ მომხმარებელს მეგრული შელოცვების მინიატურულ წიგნებს შესთავაზებს.

როგორც „მშობელს“ „ეკო ხელნაკეთის“ დამფუძნებელმა ეკატერინე ჯოლოგუამ განუცხადა, სიახლის მიზანი, მეგრული ზეპირსიტყვიერების პოპულარიზაციაა.

„ერთ ძალიან საინტერესო ტრენინგს ვესწრებოდი - როგორ შევქმნა კრეატიული პროდუქტი, კოტე იანტბელიძე იყო ტრენერი. ძალიან საინტერესო ჯგუფი შეიკრა და იდეებიც წამოვიდა. ერთ-ერთი იყო შელოცვების წიგნი, რომელიც მერე მე სუვენირებში გამოვიყენე. ახლა შელოცვებს ვაგროვებ, მალე ძალიან ბევრი მექნება. ბევრი მე თვითონაც ვიცი, აფხაზეთში გავიზარდე ბებოსთან, და ის მასწავლიდა. წიგნები იქნება მინიატურული, ხელით მოხატურლი, მაგნიტის საკეტითა და ტყავის გარეკანით“, - აცხადებს ეკატერინე.

მისივე თქმით, ყველა წინგნს შესაბამისი შელოცვის სახელი ერქმევა, შეძენა კი ჯერჯერობით, სოციალური ქსელით მისავე გვერდზე "ეკო ხელნაკეთი" იქნება შესაძლებელი. 

ასევე, მალე, ზუგდიდში, დადიანების მიმდებარე ტერიტორიაზე ეკატერინეს საკუთარი მაღაზიაც ექნება, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების რეალიზაციისთვის კეთდება.

"აჭყვადილი" - მეგრულად ნიშნავს ნაღრძობს

თავად პროექტი კი ეკას ASB-მა და ფონდმა აფხაზეთმა ერთობლივი გრანტით დაუფინანსა.

„მინიატურული წინგნების დიდი რაოდენობით გაკეთებას  დიდი ზომის ლაზერული ჭრის გრავირების დანადგარი სჭირდება. ASB-მა და ფონდმა აფხაზეთმა ერთობლივი გრანტი მომცა, რის შედეგადაც სწორედ დიდი ზომის ლაზერული ერის დანადგარი შევიძინე და ვიწყებ პროეწტის განხორციელებას“.

ეკას სხვა ნამუშევრებზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

ირინე არდაშელია, სპეციალურად "მშობელისთვის"

ბიზნესი