2024-04-12

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

„საქართველოს ბანკი წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ - სთან ერთად თბილისში მორიგი მაშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet - ის ახალ სასტუმროს Greet by Accor - ის მშენებლობას გულისხმობს.  აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet - ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის  ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ.

 

ბიზნესი