დიდი დიღმის მე-4 მიკრო რაიონში, საბავშვო ბაღის გვერდით, კორპუსის მშენებლობა იწყება.
შესაბამისი ფოტომასალა, "მშობელს" ერთ-ერთმა მოქალაქემ, ქეთი გულისაშვილმა მიაწოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაუშვებლია ბავშვებმა მშენებლობის მტვერი ისუნთქონ.
"ეს არის 500 ბავშვის ბაღი და მისგან 2 მეტრში აპირებენ კორპუსის აშენებას. მინიმუ 1 წელი მაინც მოუწევთ ამ პატარა უსუსურ არსებებს, ისუნთქონ მშენებლობის მტვერი, რომელიც უდიდეს ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობას, ისმინონ საშინელი ხმაური და ბოლოს ადგილი არ დარჩეთ სასუნთქი, სათამაშო და საარსებო.
ვმუშაობთ 24 საათი რომ ადამიანებს, რომლებიც გავაჩინეთ, ნორმალური საარსებო პირობები შევუქმნათ, გავზარდოთ კარგ მოქალაქეებად ქვეყანაში, სადაც ისინი სულ ფეხზე კიდიათ. ვინმე თუ პრობლემას ვერ ხედავთ აქ კორპუსის მშენებლობაში, ძალიან, ძალიან სამწუხაროა.", - აცხადებს ქეთი გულისაშვილი.
"მშობელი" ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე სააგენტო კომენტარისგან თავს იკავებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ კორპუსზე გაპი, ბაღის მშენებლობამდე იყო შეთანხმებული.
"ამ კორპუსზე გაპი, ბაღის მშენებლობამდე იყო შეთანხმებული, შესაბამისად, ახლა ყველა შემთხვევაში მოხდება დაკორექტირება. მერია შეისწავლის ამ საკითხს", - განუცხადეს "მშობელს" მერიაში.