2020-02-18

სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. უწყებაში კი განმარტავენ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ავტომოპასუხე მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს.

რაც შეეხება ტარიფს, როგორც bm.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, ტარიფს კომპანია სილქნეტი განსაზღვრავს.

„ცხელი ხაზი ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ეს წინანადება ავტომოპასუხეზე 15 თებერვლიდან დაემატა. მოქალაქეები ხშირად ტარიფის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ეს ხდებოდა მათი პრეტენზიის საფუძველი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ერთი წინანადებაც დაგვემატებინა. რაც შეეხება ტარიფს, ის განსხვავებულია სხვადასხვა ქსელების აბონენტებისთვის და მას სილქნეტი განსაზღვრავს“ - განმარტავენ სამინისტროში.

 

წყარო

 

დღის ამბები